როგორ შეიძლება ვიყოთ მოსაწყენი ინვესტორი და ამავე დროს გავხდეთ მდიდარი

0
30
როგორ შეიძლება ვიყოთ მოსაწყენი ინვესტორი და ამავე დროს გავხდეთ მდიდარი

იფიქრეთ როგორც მილიონერმა და ისწავლეთ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ფულადი ბრუნვა, ეგზოტიკური ან სარისკო-საინვესტიციო სტრატეგიების გარეშე. მილიონერების უმრავლესობა სიმდიდრის მისაღწევად რთულ სტრატეგიებს არასდროს ირჩევენ. რაც შეეხება კერძო კაპიტალს, აქ მხოლოდ 5-7%-ია იმ სიმდიდრისა, რასაც ინვესტორები ფლობენ.

Trust-ის კვლევის თანახმად 8 დან მხოლოდ 1 მაღალშემოსავლიანი ოჯახი ჰეჯირების ფონდს ფლობს.  ბალანსირებული 60% კაპიტალის და 40% ობლიგაციებიდან ინვესტორები ელოდებიან 5%-იან მოგებას, ვიდრე ისტორიულ 8.6%-ს. არსებობს რამოდნეიმე გზა რათა გაიზარდოს ეს შედეგები: პასიურ მხარეზე ყურადღების დათმობა- წელს ინვესტორების 14% მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

ინვესტიციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს 5-დან 4 ინვესტორი დიდ ყურადღებას აქცევს საგადასახადო სისტემას. კვლევის თანახმად მტკიცდება, რომ აქტივების სწორმა განლაგებამ შესაძლოა აამაღლოს დაბალანსებული პორტფელის ღირებულება 11%-მდე. იმ შემთხვევაში, თუ ფულადი სახსრების განთავსებას საბროკერო ანგარიშზე დაგეგმავთ, მაშინ მართებული იქნება აქცენტი გავაკეთოთ საგადასახადო სისტემაზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი წარმატების მისაღწევად არის სტრატეგიაზე ფოკუსირება, რაც საშუალებას გვაძლევს სწორად ვმართოთ ჩვენი მოქმედებები. ინვესტორების დიდი ნაწილი მზად არიან გასწიონ მეტი რისკი რათა მიიღონ შედარებით დიდი შემოსავალი. სწორედ ეს განმარტავს თუ რატომ ინახავენ ინვესტორების 2/3  მათი პორტფელის 10%-ს ნაღდი ფულის სახით. აქ საუბარი არ არის შიშზე, ვინაიდან მილიონერები წუხან მხოლოდ ღირებულებაზე.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]

ლევან ლაგვილავა
მომზადებულია  time.com-ის მიხედვით