საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი საბანკო ოლიგოპოლიაა

0
30
საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი საბანკო ოლიგოპოლიაა

“საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი არის საბანკო ოლიგოპოლია” – წერს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

“ჯერ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბუცხრიკიძე ამბობდა რომ 10-მდე ბანკი საკმარისიაო, ახლა ესეც დაემატა, სწორედ თიბისი და საქართველოს ბანკები გახლავთ ის ორი დომინანტი ბანკი,რომელიც მართავს საქართველოს ეკონომიკას, ამათი განცხადებები სხვა არაფერია თუ არა დაკვეთა სებისათვის, რომ შეამცირონ ბანკების რაოდენობა.

იმის მაგიერ ,რომ საქართველოს მთავრობამ და სებ-მა ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანაში მინიმუმ 2 საინვესტიციო ბანკი მაინც შემოიყვანოს, ნახეთ ესენი რა დღეში არიან, ეს მევახშე სისხლისმწოველები. საქართველოს ჯანსაღი საზოგადოება დროულად უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს ბანკების მიერ მართულ და მის ნება-სურვილის შემსრულებელ მთავრობას. ბანკირები სხედან უკვე ყველგან, პარლამენტშიც ,რომელთაც საზოგადოებრივი აზრივნება არ გააჩნიათ.

დაიხსომეთ: საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი არის საბანკო ოლიგოპოლია და მათი ლობების მიერ მოხვეული კანონები. საქართველო ასეთი საბანკო სისტემის პირობებში ვერასოდეს ვერ განვითარდება” – წერს ეკონომიკის დოქტორი, ნიკა შენგელია.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]