აჭარაში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

0
63
აჭარაში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. ახალი აგრომარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც აგრომარკეტების ქსელის შექმნას გულისხმობს. აგრომარკეტის გახსნით იქმნება აგროპროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია გარე ვაჭრობისას შეძენილ პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ხარისხიანი იქნება.

ხარისხთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის ფართო არჩვევანიც. აგრომარკეტის სივრცეში აგროწარმოების საშუალებები, მათ შორის შხამ-ქიმიკატები, ნერგები და ჩითილები გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ გვარაში გახსნილი პირველი აგრომარკეტი ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნოების 1000 კვ.მ ფართზეა განთავსებული და დაახლოებით 25 სივრცეს მოიცავს, რაც ამდენივე კომპანიის პროდუქციის წარმოჩენას გულისხმობს.

აგრომარკეტი იქნება საუკეთესო ხელშემწყობი საშუალება სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებული ადგილობრივი მწარმოებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის. მათ საშუალება მიეცემათ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება.

აგრომარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება ეძლევათ ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები თავიანთი მეურნეობების განვითარებისათვის.

აგრომარკეტების ტერიტორიებზე წარმოდგენილი იქნება ასევე ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზევე შეძლებენ კრედიტების გაცემას აგროსაშუალებების დასაფინანსებლად. აგრომარკეტში მეწარმეებისათვის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება იჯარის წესით.

გვარას აგრომარკეტში მოწყობილია აგრომომსახურების ცენტრი, ხოლო რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს ვეტერინარულ კლინიკის მშენებელობა.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]