Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 776.60 მილიარდ დოლარს მიაღწია

0
79
Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 776.60 მილიარდ დოლარს მიაღწია
Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო კომპანიაა

Apple-მა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და მსოფლიოში ყველაზე ფასეული და ძვირადღირებული კომპანია გახდა.  კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 776.60 მილიარდ დოლარს მიაღწია.

The Wall Street Journal-ის მიხედვით ეფლის აქციების ოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ჯერ კიდევ თებერვლის თვეში.მას შემდეგ რაც, კომპანია ეფლმა პირველ კვარტალში კომპანიის მოგების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა,Wall Street-ის ანალიტიკოსებმა საფასო ორიენტირი შეცვალეს.

კომპანიის წარმომადეგენელი იმედოვნებს, რომ ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ლევან ლაგვილავა