საქართველო White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ის მეწილე ხდება

0
24
საქართველო White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ის მეწილე ხდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ში 10-10%-ს შეიძენს.

მთავრობის განკარგულებით, ამ გზით საქართველო “თეთრი ნაკადისა” და “ტრანს-კასპიური გაზსადენის” პროექტებში ერთვება. წილების შეძენა სიმბოლურ ფასად 1-1 გირვანქა სტერლინგად მოხდა.

როგორც ცნობილია პროექტი თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების ვადად  2022 წელია განსაზღვრული.

წყარო: gbc.ge