Uber -ი 2020 წლისთვის მფრინავი ავტომობილის შექმნას გეგმავს

0
78
Uber -ი 2020 წლისთვის მფრინავი ავტომობილის შექმნას გეგმავს

კომპანია Uber 2020 წლისთვის მფრინავი ავტომობილის შექმნას გეგმავს.

USA Today -ს ინფორმაციით, კომპანია განიხილავს ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ქალაქის პირობებში ავტომობლის ვერტიკალურად აფრენა/დაფრენას უზრუნველყოფს.

ასეთი ავტომობილის სამუშაო ვერსიის წარდგენა 2020 წელს, დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე განიხილება.

„საქალაქო ავიაცია – ეს Uber-სთვის ლოგიკური, შემდეგი ნაბიჯია“, – აცხადებენ კომპანიაში, აღნიშნავენ, რომ ამიტომ ისწრაფვიან კონცეფციის რეალიზაციისთვის. კონცეფცია ასეთია- „დააჭირე ღილაკს და გაფრინდი“.

Uber-ი გეგმავს პროექტის ფარგლებში ითანამშრომლოს ბრაზილიურ Embraer-თან, ამერიკულ Bell Helicopters-თან, ასევე დალასისა და დუბაის მთავრობებთან.

წყარო: GBC