თიბისი და სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია სტარტაპებისთვის ერთობლივ შეთავაზებაზე აცხადებენ

0
28

“სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია” თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათს ქმნის.

სტარტაპერებს, რომლებიც თიბისი ბანკის სტარტაპ სესხით ან სტარტაპ ბიზნესბარათით ისარგებლებენ,  უსასყიდლოდ გადაეცემათ „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათი, რაც „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ნებისმიერი ტიპის საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს.

„სტარტაპ-ენერჯი“ ბარათის გამოყენება „სოკარის“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე იქნება შესაძლებელი. ბარათით სარგებლობა ერთდროულად კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელი შეძლებს, ერთი წლის განმავლობაში, შეუზღუდავი რაოდენობის საწვავზე.

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანი სტარტაპების  მხარდაჭერა და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა, მარტში გაიმართა. პროგრამის  ფარგლებში, სტარტაპები  ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს იღებენ, რაც მათ ბიზნესის მართვაში ეხმარებათ.

 „სტარტაპერის“ დაწყებიდან დღემდე, პროგრამის სხვადასხვა სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა სტარტაპმა  ისარგებლა.

 პროგრამის, ასევე „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – www.startuperi.ge.