საუდის არაბეთმა ისტორიის განმავლობაში საერთაშორისო ვალი მეორედ აიღო

0
34
საუდის არაბეთმა ისტორიის განმავლობაში საერთაშორისო ვალი მეორედ აიღო

როგორც  CNN წერს, პირველი ისლამური ობლიგაციების გაყიდვით საუდის არაბეთი 9 მილიარდ დოლარს ისესხებს.

ისლამური ობლიგაციების ნახევარი 5 წლის განმავლობაში დაიფარება, დანარჩენი კი 10 წელიწადში.  დაახლოებით 5 წლის წინ არავინ იფიქრებდა, რომ ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთი სესხს აიღებდა საზღვარგარეთიდან.  ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, საუდის არაბეთი აცხადებდა, რომ ბიუჯეტში დეფიციტი 53 მილიარდ დოლარს მიაღწევდა.

ასევე იგეგმებოდა სავალუტო რეზერვების გამოყენება, რაც გარკვეულწილად შეუწყობდა ხელს სიტუაციის გამოსწორებას. ხუთშაბათს საუდის არაბეთის პრესის სააგენტომ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მთავრობამ ახალ ვალთან დაკავშირებით 33 მილიარდ დოლარიანი შემოთავაზება მიიღო. ახალი ობლიგაციები, რომელიც ცნობილია როგორც ‘’სუკუკი’’, დაფუძნებულია შარიათის და ისლამურ პრინციპებზე, რაც პროცენტის გადახდის საშუალებას არ იძლევა.  ობლიგაციები ხელს შეუწყობს და შეანელებს ზეწოლას უცხოურ რეზერვებზე და მეორეს მხრივ უფრო გააღრმავებს საუდის არაბეთის ობლიგაციების გამოშვების პროგრამას.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

ლევან ლაგვილავა