,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვანის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა

0
26
,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვანის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა

ვანის რაიონის ინდივიდური გამრიცხველიანება დასრულდა. ბოლო სამუშაოები მიმდინარეობდა სოფელ ყუმურში, რომლის აბონენტები, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას საკუთარი მრიცხველების ჩვენების მიხედვით, მომავალი თვიდან შეძლებენ. თანამედროვე სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები, ქალაქ ვანის და რაიონის 27 სოფლის მოსახლოებას დაუმონტაჟდა, რაც რაიონში არსებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა 100%-ს შეადგენს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს – აღნიშნული პროცესი მოიცავს აგრეთვე 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება.

„ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტი შეძლებს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას საკუთარი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2017 წლის ივლისის ბოლოს გამრიცხველიანებული იქნება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა აბონენტი.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]