Facebook-მა ჟურნალისტებისათვის სასერტიფიკატო კურსი შექმნა

0
6
Facebook-მა ჟურნალისტებისათვის სასერტიფიკატო კურსი შექმნა

თანამედროვე ჟურნალისტი წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. ამ გამოწვევას კომპანია ფეისბუქიც კარგად ხვდება და სწორედ ამიტომ ჟურნალისტებისათვის სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს ქმნის.

​კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის ქსელს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები იყენებდნენ, შესაბამისად კომპანია მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს. კურსის ფარგლებში ჟურნალისტები ახალი მედიის ტექნოლოგიებს დაეუფლებიან. კონკრეტულად ისინი ისწავლიან, თუ როგორ გამოიყენენონ ფეისბუქი და ინსტაგრამი ჟურნალისტური საქმიანობისათვის.

Poynter-თან თანამშრომლობით Facebook Blueprint ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატიც ჰქონდეთ. სერთიფიკატი, ცოდნასთან ერთად, პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაში დაეხმარება მედიის წარმომადგენლებს.

თქვენ ფეისბუქის ონლაინ სკოლაში შეისწავლით: Live ჩართვების ორგანიზებას, ფეისბუქისა და ინსტაგრამის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას, 360° ვიდეოების გადაღებას, სწრაფი სტატიების სისტემის დანერგვას და სხვა მრავალ საინტერესო საკითხს.

​სკოლაში ჩარიცხვა ამ ლინკიდან შეგეძლებათ.

1tv.ge