ქართული წარმოების ფრი ბაზარზე იმპორტირებულის ჩასანაცვლებლად ემზადება

0
78
ქართული წარმოების ფრი ბაზარზე იმპორტირებულის ჩასანაცვლებლად ემზადება

თებერვალში ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების კარტოფილი ფრი გამოჩნდა.
ახალციხის რაიონ სოფელ მუსხში მდებარე კომპანია „ფრეკოს “ პროდუქცია პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით არსებულ კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რესტორნებშია ხელმისაწვდომი. ახლო მომავალში კი დამფუძნებლები იმპორტრებული კარტოფილი ფრის სრულად ჩანაცვლებას გეგმავენ.

bpnროგორც „ფრეკოს“ ხელმძღვანელი ირაკლი ქურდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გაყინული კარტოფილი ფრის წარმოებისას, კომპანიაში მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ.

რაც შეეხება ტექნოლოგიას, ირაკლი ქურდაძის განმარტებით, საწარმოში კარტოფილი მაცივრებში მინუს 40 გრადუს ტემპერატურაზე იყინება. შემდეგ კი სარეალიზაციო ქსელს 2.5 კილოგრამიანი შეფუთვებით მიეწოდება. კომპანია მომხმარებლებს კონკურენტულ ფასს სთავაზობს. როგორც ქურდიანი აცხადებს, ფრეკოს პროდუქცია იმპორტირებულთან შედარებით დაახლოებით 25%-ით იაფია. 1 კილოგრამი ფრის ფასი 3 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს.

„ჩვენი უპირატესობა არამარტო დაბალი ფასია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ფრეკოს“ პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა. წარმოების ქსელში მხოლოდ ქართულ ნედლეულს ვიყენებთ და მომხმარებლებს ასი პროცენტით ნატურალურ ნედლეულს ვაწვდით. შესაბამისად, „ფრეკოს“ ფრი საგემოვნო თვისებებითაც გამორჩეულია”, – განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.

კომპანიაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე წელს „ფრეკომ“ პროდუქცია 50

bpn

ადგილობრივი ფერმერისგან ჩაიბარა. საწარმოს წლიური წარმადობა თვეში დაახლოებით 20 ტონა მზა პროდუქციის წარმოებაა.

„გაყიდვებით და რეალიზაციის მაჩვენებლებით კმაყოფილი ვართ. ჯამში თბილისის მასშტაბით უკვე 30 ობიექტში შევედით, თუმცა სექტემბრიდან 200 ობიექტის, შესაბამისად, ბაზრის 5%-ის ათვისებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის წარმადობის ზრდასთან ერთად, ვაპირებთ რეალიზატორებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საექსპორტო ბაზრების ათვისება ჩვენი მიზანი არ არის. იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით ვმუშაობთ და ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, – აღნიშნა „ფრეკოს“ დამფუძნებელმა.

ცოტა ხნის წინ, კომპანია „თიბისი ბანკის“ მიერ გამოცხადებულ, სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამაში ჩაერთო და საჭირო ფინანსური რესურსიც მიიღო. ირაკლი ქურდაძის განცხადებით, ამ თანხით „ფრეკოს“ გაფართოება იგეგმება.

.bpn

„ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც თიბისი ბანკი სტარტაპების მიმართ იჩენს. დამწყებ კომპანიებს ეს პროექტი საშუალებას აძლევს, რომ მოიპოვონ ფინანსური რესურსი. მიღებული თანხით ჩვენი კომპანიის გაფართოებას და სასაწყობე მეურნეობის შექმნას ვაპირებთ. იმისთვის, რომ მუდმივ რეჟიმში და მთელი წლის განმავლობაში შევძლოთ მომხმარებლებისთვის ხარისხიანი ნედლეულის მიწოდება, სასაწყობე მეურნეობის განვითარება აუცილებელი პირობაა”, – ამბობს ირაკლი ქურდაძე.

„ფრეკოს“ დამფუძნებლის განმარტებით, დღესდღეობით საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრი სამი ქვეყნიდან შემოდის. ძირითადი მომწოდებლები ჰოლანდია, ბელგია და პოლონეთია. ირაკლი ქურდაძის განცხადებით, საქართველოს იმპორტის ჩანაცვლების ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა აქვს.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]
წყარო: bpn.ge