150-მდე გარემოვაჭრე „დეზერტირების“ ბაზარში შევიდა

0
61
150-მდე გარემოვაჭრე „დეზერტირების“ ბაზარში შევიდა

თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და აბასთუმნის ქუჩაზე მყოფი გარემოვაჭრეები „დეზერტირების“ ბაზარში შევიდნენ. 150-მდე გარემოვაჭრე საქმიანობას 6 აპრილიდან აღნიშნული ბაზრის ტერიტორიაზე განაგრძობს. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება.

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, მოვაჭრეები ბაზარში საქმიანობის გაგრძელებას, შეპირებისამებრ, 6 თვის განმავლობაში, შეღავათიანი პირობებით, უსასყიდლოდ შეძლებენ. შეგახსენებთ, გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ.

 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]