ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 450 ათას ტონა გაზოილს გადაზიდავს

0
81
ყაზახეთი საქართველოს დერეფანით 450 ათას ტონა გაზოილს გადაზიდავს

ყაზახეთი პორტი კურიკიდან  საქართველოს დერეფანის გავლით 450 000 ტონა გაზოილს გადატვირთავს,- ამის შესახებ მედიას “ყაზახეთის რკინიგზის” ხელმძღვანელმა განუცხადა.

“ბათუმის პორტის მიმართულებით გაზოილის გადაზიდვის  დამტკიცებული გეგმა 2017 წლის ბოლომდე 450 000 ტონას აღემატება”, – განაცხადა კანატ ალპისბაევმა, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები პორტი კურიკის გავლით ტვირთების გადაზიდვის ხაზის გაფართოებისთვის.

ასევე განიხილება ამავე გზაზე ტრანზიტული ტვირთის მოზიდვა და კურიკის გავლით უზბეკეთში გადაზიდვა.

შეგახსენებთ, საბორნე გადაზიდვების ახალი  კომპლექსი კურიკში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა, მანამდე ამ სახის გადაზიდვები მხოლოდ პორტი აქტაუდან იყო შესაძლებელი.

წყარო: GBC