გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ადამიანებს ფულს უხდიან

0
24
გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ადამიანებს ფულს უხდიან

წინა წლის მაისის დასაწყისში გერმანიას იმდენად დიდი რაოდენობით განახლებული ენერგია ჰქონდა, რომ მომხმარებლებს ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ფულს უხდიდნენ. გერმანული ენერგო კომპანიის განცხადებით არსებულმა ქარმა ელექტროენერგიის დიდ რაოდენობით გამომუშავება გამოიწვია.

შედეგად კი ელექტროენერგიაზე ფასი მკვეთრად დაეცა.

ელექტროენერგიაზე ნეგატიური ფასების დაწესების მიზეზი ნაწილობრივ სისიტემის მოუქნელობას ბრალდება. ენერგიის წყაროები დააყენეს 55 გიგავატზე მოხმარებული 63 გიგავატიდან ე.ი 87 % გამოუყენებელი ელექტროენერგიიდან. თუ ამას ჩვეულებრივი ელექტროსადგურების ძალას დაამატებთ, გამოდის ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მოკლე პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის მოთხოვნა იყო უარყოფითი. ამიტომ მთავრობას მოუწია ხალხისთვის გამოყენებული ელექტროენერგიის საფასური გადაეხადა.

დიდი ენერგიის გამომუშავებამ ზოგიერთი ელექტროსადგურის სისტემიდან გამოთიშვა გამოიწვია. ბირთვული და ქვანახშირის საწარმოების დახურვა სწრაფად ვერ მოხერხდა, რადგან მათთვის თუნდაც ცოტა ხნით მუშაობის შეჩერება დიდ ფინანსურ ზარალთანაა დაკავშირებული.

ამჟამად ენერგიის განახლებადი წყარო დიდ ენერგიას გამოიმუშავებს მზიან და ქარიან დღეებში, რაც ნეგატიური ფასების დაწესებას უწყობს ხელს, მაგრამ გაუმჯობესებული სისტემის და ენერგიის შემნახავი ტექნოლოგიის განვითარებამ სიტუაცია შეიძლება მთლიანად შეცვალოს.