საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

0
78
საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) იორდანიული ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს ოპერირებას.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია 2017 წლის 28 აპრილიდან დაიწყებს. რეისების განხორციელება ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდეა (26.10.17) დაგეგმილი.

ფრენები კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.