როგორ დავიცვათ მობილურები როცა მთავრობა და ჰაკერები გვითვალთვალებენ

0
107
როგორ დავიცვათ მობილურები როცა მთავრობა და ჰაკერები გვითვალთვალებენ

რამდენად მარტივია, რომ ვინმემ ჰაკერულად შემოაღწიოს ჩვენს მობილურში, მალულად ჩართოს მობილურის კამერა და გვითვალთვალოს თუ რას ვაკეთებთ? ცნობილი ჰაკერი და ავტორი წიგნისა “უხილავი ხელოვნება”, კევინ მითნიკი, ორ ხერხზე საუბრობს თუ როგორ შეიძლება გახვდეთ ჰაკერების მსხვერპლი და როგორ შეიძება დავიცვათ ამისგან თავი.

“2 მარტივი გზა არსებობს საიმისოდ რომ ზემოაღნიშნული მსხვერპლნი გავხდეთ. თუ ვინმეს ფიზიკური წვდომა აქვს თქვენ მობილურ ტელეფონთან, მაგალითად, თუ გაქვთ აიფონი და ვინმემ იცის მასზედ დაყენებული პაროლი, ეს ძალიან მარტივია. არსებობს პროგრამა, რომელიც შესაძლებელია ვიყიდოთ ინტერნეტით რამდენიმე დოლარად.

ერთ-ერთი ასეთი საიტია FlexiSPY.com, საიდანაც შესაძლებელია კამერის ჩართვა, ყველა მესიჯის წაკითხვა წაშლილი შეტყობინებების ჩათვლით. ასევე შესაძლებელია სატელეფონო ზარებზე წვდომაც, საუბარში ჩართვა, მოსმენა საუბრის, თუმცა ამ დროს შესაძლებელია მომყურადის ადგილმდებარეობის დადგენა.

მეორე გზა არის საკანონმდებლო იძულებითი მეთოდი, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურები იყენებენ.

ძირითადად, მსგავსი ტიპის საშიშროება ემუქრებათ ისეთ ტელეფონებს, რომლებიც პროგრამულად დაუცველია. iOS ამ საფრთხისაგან თავის დაცვა 1,5 მილიონ დოლარზე მეტი უჯდებბა, ხოლო ანდროიდზე ეს გაცილებით იაფია და დაახლოებით 200 000-ს დოლარს შეადგენს.

ერთ-ერთი გზა ამ პრობლემისგან თავდასაცავდ საჭიროა iOS პროგრამის მუდმივი განახლება, რომელსაც ეიფლი გვთავაზობს. საჭიროა რთული პასვორდის დაყენება და მისი საიდუმლოდ შენახვა. თუ ეჭვი შეგეპარებათ, რომ ამა თუ იმ პროგრამით ტელეფონზე თვალთვალი ხდება, უნდა მოხადინოთ ტელეფონში არსებული პროგრამების მუდმივი განახლება” – განმარტავს კევინ მითნიკი.

 

კონსტანტინე პირველი

www.businessinsider.com