2018 წლისთვის ფოთს კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება

0
26

ზუგდიდის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ფოთში, მალთაყვას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, სადაც უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი.

პროექტის თანახმად, მისი დასრულების შემდეგ, მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.

პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოების დასრულება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.