როგორი იქნება თბილისის ზღვა და მისი შემოგარენი

0
29
როგორი იქნება თბილისის ზღვა და მისი შემოგარენი

თბილისის ზღვის ტერიტორია რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებით და კომერციული ფუნქციებით დატვირთება

ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, ფრაისვოთერჰაუსკუპერსმა (PWC), რომელიც წარმოადგენს პროფესიონალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების უმსხვილეს ქსელს მსოფლიოში, მოამზადა თბილისის ზღვის განვითარების კონცეპტუალური გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც 4 ძირითადი ნაწილისგან შედგება, “ბანკები და ფინანსებმა” დედაქალაქის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას, თბილისის გეოსივრცითი მოდელის შეჯამებას, შესასწავლი არეალის ტექნიკურ ანალიზსა და ტერიტორიის ფუნქციურ დაყოფას.

“მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის ზღვის ტერიტორია განვითარდეს სწორად და მოწესრიგებულად, ვინაიდან ეს არის ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის ე.წ. “ოქროს ფონდი”. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შეგვემუშავებინა ძალიან სიღრმისეული კვლევა. PWC-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ზუსტად ასახავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქალაქის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის განსავითარებლად. დეტალური ანალიზის საფუძველზე კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნეს ინიციატივა, პირველადი ფინანსური გათვლებით, რომლის განვითარებაც მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

PWC–ის მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად თბილისის ზღვის ტერიტორია დაიყოფა 12 არეალად. თითოეული არეალი განვითარდება კონკრეტული დანიშნულებისამებრ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სივრცე ვაჭრობისა და სხვადასხვა სახის ბიზნესისთვის, ასევე მოთავსდება სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, სამხრეთ ფერდობზე მოეწყობა სავენახე მეურნეობა. პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიას მასიური ღონისძიებებისა და ეკო–სასტუმროებისთვის.

ქალაქიდან მისი შორი დისტანციის გამო იგეგმება კემპინგის ზონის მოწყობაც. თბილისის ზღვის ქალაქის სხვა ნაწილებზე მოსახერხებელი წვდომის გამო იგეგმება არსებული სანაოსნო კლუბის განვითარება. უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება ახალი ზოოპარკის გახსნაც, რომელიც სწორედ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა.

“თბილისის “მიმზიდველ ქალაქად” გადაქცევის მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა. დედაქალაქში გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების ანალიზი მათი სწორი განვითარებისთვის. ამ მიზნით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები იქნა არჩეული.

2015 წლის აგვისტოდან PWC საქართველო აქტიურად ჩაერთო ამ პროექტის ფარგლებში კონცეფციის ჩამოყალიბებაში იმ პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებით, რომელიც ამ პროექტს ახლდა ქალაქის თითოეული მოსახლისთვის. ვინაიდან დავალება მოითხოვდა, თანმიმდევრული კონცეპტუალური გეგმის შემუშავებას, გავერთიანდით PWC პოლონეთის მონაცემთა ანალიზის პროფესიონალებთან და შევქმენით პროექტზე მომუშავე ადგილობრივი და მოწინავე ტექნოლოგიური გამოცდილების მქონე თანამშრომელთა გუნდი”, – აცხადებს საკონსულტაციო მომსახურების უფროსი მენეჯერი თამთა შერმადინი.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ხედვის შემუშავება თბილისის მერიას 207 680 დოლარი დაუჯდა, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 444 435 ლარი იყო. 

წარმოდგენილ დოკუმენტში მნიშვნელოვანია ფინანსური ანალიზის ნაწილი. ყველა ინვესტიციის მთლიანი კაპიტალური დანახარჯები შეადგენს 230.48 მილიონ ევროს პლუს 31.75 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურული ხარჯი. მათი უმეტესობა დიდი ალბათობით დაფინანსდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების საშუალებით. ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით, კერძო სექტორის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეიძლება მიაღწიოს 158.79 მილიონ ევროს, რაც მთლიანი ხარჯის 61% – ს წარმოადგენს. ეკონომიკურად არაეფექტურ ინიციატივებს რაც შეეხებათ, მათი ხარჯები პირდაპირ სახელმწიფოს მიერ უნდა იქნას დაფარული. სახელმწიფოს მიერ გაწეულმა ხარჯებმა შესაძლებელია შეადგინოს 4.69 მილიონი ევრო (მთლიანი ხარჯის 2%). 

დანარჩენ ინიციატივებს სჭირდებათ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, როგორიც არის კერძო სექტორის სუბსიდირება ან პროექტის განხორციელება PPP-ის მეშვეობით. ასეთი საშუალებამ შეიძლება მოიცვას მთლიანი ხარჯის 38% ანუ 98.75 მილიონი ევრო.

თბილისის ზღვის განვითარების პროექტი, როგორც ურბანული, ასევე ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია და მოლოდინებიც დიდია. გამომდინარე მოსალოდენრი ხარჯებიდან, მნიშვნელოვანია, თუ რა მოგების ნახვას შეძლებს სახლემწიფო და კერძო ინვერტორები. გეგმაში წარმოდგენილია განსახორციელებელი 43 სხვადასხვა პროექტი. თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმაში წარმოდგენილია აღნიშნულ პროექტთა სავარაუდო შემოსავლები პირველი წლის გაყიდვებიდან (ინფლაციის გათვალისწინებით). ფრაისვოთერჰაუსკუპერსის ვარაუდით, 43-ვე პროექტის მოგება პირველი სამუშაო წლის ბოლოს დაახლოებით 85 მილიონ 600 ათას ევროს გაუტოლდება.

“თბილისის ზღვის განვითრების პროექტში გამოყენებული მეთოდოლოგია უნიკალურია, ის აერთიანებს არქიტექტურულ პერსპექტივებს, ფართომასშტაბიან მონაცემთა ანალიზს და ფინანსურ მოდელს. სწორედ ამის შედეგად მთავრობამ საბოლოო პროდუქტად მიიღო მდგრადი კონცეპტუალური გეგმა, რომელიც ამავდროულად პრაქტიკული და საკმაოდ მიმზიდველია დაინტერსებული მხარეებისათვის, ესენი იქნებიან ინვესტორები, ტურისტები, თუ თბილისელები. შეთავაზებული გადაწყვეტილებები მისაღებია ურბანული თვალსაზრისით და ასევე მომგებიანია პოტენციური ინვესტორებისთვის, ხოლო ქალაქს აძლევს შესაძლებლობას დაწინაურდეს საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა PWC პოლონეთის გეოანალიტკური დეპარტამენტის მენეჯერმა მიხალ კლისმა, აღნიშნა, რომ “ასეთი მიდგომის გამოყენება შესაძლებელია სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებისას მთელს მსოფლიოში, რაც საშულებას მისცემს ადგილობრივ ადმინისტრაციებს ოპტიმალური და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ გეგმების შემუშავების დროს.

გთავაზობთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციას სექტროულ ჭრილში.

ვაჭრობა

თბილისი ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება ექსკლუზიური მაღაზიების მოწყობა. ქუჩა, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადგილობრივი დიზაინერებისა და საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებს, სადაც პროდუქცია გაიყიდება დაკლებულ ფასებში. ასევე აღნიშნული ინიციატივა მოიცავს რესტორნებს, ბარებს და კაფეებს. ტიპიურად მსგავსი ქუჩები ურბანული ცენტრისგან შორს არის განთავსებული, იქ სადაც ამის სივრცე არსებობს, თუმცა ამავე დროს ახლოსაა ქალაქთან.

ექსკლუზიური ვაჭრობა და მისი განვითარება არეალის გააუმჯობესებს შეუწყობს ხელს. ინიციატივა მიმზიდველია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, განსაკუთრებით ბიზნეს კლიენტებისთვის.

გარდა ბრენდული მაღაზიებისა ზღვის არეალში შეიქმნება ღია ცის ქვეშ არსებული ბაზარი, სადაც ადგილობრივი საჭმელი და სხვა უნიკალური პროდუქცია გაიყიდება. ეს ინიციატივა ასევე მოიცავს ღია რესტორანს სადაც მომხმარებელს შეუძლია მიირთვას შეძენილი პროდუქტი.

ამას გარდა, თბილისის ზღვის ტერიტორია მოეწყობა სავაჭრო სოფელი, რომელიც მოიცავს რესტორნებს, ბარებს, პაბებს, კაფეებს, ტანსაცმლის მაღაზიებს, ველოსიპედების მაღაზიებს, სურსათს და სხვა. ეს ინიციატივა მოიცავს მრავალ მაღაზიას, როგორც მაღალი, ასევე საშუალო დონის პროდუქციებისთვის.

სასტუმრო სექტორი

თბილისის ზღვის ტერიოტორია საშუალებას იძლევა, აშენდეს უამრავი სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების სასტუმრო. იგეგმება ლუქსის ტიპის სასტუმროს გახსნა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც შესთავაზებს განსაკუთრებულ სერვისს, მრავალი ტიპის სასტუმრო ოთახებს, გამორჩეულ სერვისსა და დიზაინს. ლუქს-სასტუმროსთვის სპეციალურად შეირჩა ზღვის ჩრდილოეთ ნაწილი, არაჩვეულებრივი პანორამული ხედით ზღვაზე.

აშენდება სასტუმრო, რომლის ძირითადი ფოკუსიც იქნება საკონფერენციო სივრცეები. საშუალო საკონფერენციო სივრცე შეადგენს 100,000 კვადრატულ მეტრი. ეს სასტუმრო არის როგორც დამატება საკონფერენციო დარბაზისათვის და დამოკიდებულია ღონისძიების მასშტაბურობაზე. ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ჩვეულებრივი სასტუმრო ბიზნეს ფუნქციის შეთავსებით. სივრცის გამოყენაბა შესაძლებელია კულტურული ღონისძიებებისათვისაც.

იეგემება სპორტული სასტუმროს აშენებაც, რომლიც ადაპტირებული იქნება სავარჯიშო კამპუსებზე ათლეტებისათვის.

“ჯინო ფარადაისის” მიმდებარე ტერიტორიაზე, განვიტარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამო, აშენდება აპარტ სასტუმროც, სადაც შესაძლებელი იქნება საცხოვრებლის ქირაობა ერთი ან მეტი დღით. ის შედგება საცხოვრებლის მსგავსი მაღალი სტანდარტების ნომრებით.

გასართობი ინფრასტრუქტურა

გარდა ამისა, ტერიტორია მთლიან იქნება ათვისებული როგორც გასართობი, ასევე სპორტული ინფრასტუქტურით. მოეწობა წლის პარკი, რომლის შემადგელობაში შევა სხვადასხვა გარე სტრუქტურა, რომელთაგანაც ზოგიერთი იტივტივებს, ხოლო ზოგი რეზერვუარის ფსკერზე იქნება ჩამაგრებული.

იგეგმება გოლფის კლუბის, საცხენოსნო ცენტრის, სპორტული ცენტრის, ხელბურთის, ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის დარბაზების, ჩოგბურთის კორტებისა და საცურაო აუზის მოწობაც. ასევე მოტო და საწყლოსნო სპორტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაც.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კულტურული ღონისძიებებისთვის შესაბამისი სივცრეების გამოყოფას. თბილის ზღვის ტერიტორიას დიდი მასშტაბის საკონცერტო ღონისძიებების ჩასატარებლად ექნება ამფითეატრი და მასიური ღონისძიებების არეალი სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალებისთვის.

საგანმანათლებო ფუნქციას შეითავსებს მუზეუმი, სადაც გაიმართება მეცნიერული მიღწევების პრეზენტაცია ან სხვა კულტურული თუ ვირტუალური ექსპოზიციები.

აქვე ისიც,უნდა აღინიშნოს, რომ PWC–ის მიერ მომზადებული საკონსულტაციო დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს ადგილობრივ კანონმდებლობაში.

პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება და 2028 წელს დასრულდება.

გიორგი კ. კაპანაძე