საქართველოს სარაგბო ნაკრებს თასი შეცდომით გადასცეს?!

0
71
საქართველოს სარაგბო ნაკრებს თასი შეცდომით გადასცეს?!

ბუქარესტის “არკულზე””რაგბი ევროპის” პირველობის გადამწყვეტი მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში ”ბორჯღალოსნებს” რუმინელმა ”მუხებმა” 8-7 აჯობეს და 6-წლიანი ნავსი გატეხეს, რითაც დაეუფლნენ სამეზობლო “ანთიმოზ ივერიელის თასს”, რომელიც ყოველწლიურად ერგება ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებულს, ხოლო “რაგბი ევროპის” (”ერთა თასი”) ფარი ქართველ მორაგბეებს დარჩათ, რადგან 8-ზე ნაკლები ქულით წავაგეთ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ეს ტურნირი აქამდე 9-ჯერ ჰქონდათ მოგებული, წელს კი ბოლო თამაშში წაგების მიუხედავად, ტიტული მეათედ დაისაკუთრეს.

თუმცა, Georgian Rugby Supporter Club “ბორჯღალოსნები” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტურნირის ორგანიზატორებმა თასი შეცდომით გადასცეს საქართველოს ნაკრებს.

“ოფიციალური ინფორმაცია უშუალოდ რუმინეთიდან.

ჩემპიონი რუმინეთი გახდა !

ორგანიზატორებმა თასი შეცდომით გადმოგვცეს არ გაითვალისწინეს რა წესდებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვით თანაბარ ქულებზე პირველი რიგისაა ურთიერთშეხვედრა, ხოლო შემდეგ ბურთების სხვაობა. თანაბარ ქულებზე ბურთების შეფარდება დათვალეს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

No automatic alt text available.