რაგბი ევროპამ თავის შეცდომა გამოასწორა და გამარჯვებულის ტიტული რუმინეთს მიაკუთვნა

0
28

ბუქარესტის “არკულზე””რაგბი ევროპის” პირველობის გადამწყვეტი მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში ”ბორჯღალოსნებს” რუმინელმა ”მუხებმა” 8-7 აჯობეს და 6-წლიანი ნავსი გატეხეს, რითაც დაეუფლნენ სამეზობლო “ანთიმოზ ივერიელის თასს”, რომელიც ყოველწლიურად ერგება ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებულს, ხოლო “რაგბი ევროპის” (”ერთა თასი”) ფარი ქართველ მორაგბეებს დარჩათ, რადგან 8-ზე ნაკლები ქულით წავაგეთ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა რაგბი ევროპას მესვეურებმა აღნიშნული თასი საქართველოს ნაკრებს შეცდომით გადასაცეს და არ გაითვალისწინეს წესდებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვით თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრას ენიჭება, ხოლო შემდეგ ბურთების სხვაობას.

თასის გადაცემისას და კი შეცდომით თანაბარ ქულებზე ბურთების შეფარდება დათვალეს და მას მიანიჭეს უპირატესობა. რაგბი ევროპამ თავის შეცდომა გამოასწორა და გამარჯვებულის ტიტული რუმინეთს მიაკუთვნა.

წყარო