Gmail-ით ფულადი გზავნილის გაკეთება უკვე შესაძლებელია

0
78
Gmail-ით ფულადი გზავნილის გაკეთება უკვე შესაძლებელია

კომპანია Google-მა მომხმარებლებს ფოსტა Gmail-ის ახალი სერვისი წარუდგინა, რომლითაც ფულადი გადარიცხვის გაკეთებაა შესაძლებელი. ამიერიდან Gmail-ის მომხმარებლებს პირდაპირ ფოსტიდან შეუძლიათ გზავნილის გაკეთება. ჯერჯერობით სერვისით სარგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთშია შესაძლებელი.

Google-ს გააჩნია სპეციალური სერვისი Google Wallet, რომელიც 2013 წლიდან ინტეგრირებულია Gmail-თანაა ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე კომპანიამ მოახერხა, რომ ფულადი გზავნილის გაკეთება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. საგულისხმოა, რომ Gmail-ით ფულადი გზავნილის გაკეთება ჯერ Android-ის საშუალებითაა შესაძლებელი და მალე მალე სხვა სისტემებიც შეუერთდება. როგორც უცხოური პრესა წერს, ფულადი გზავნილის გაკეთების საშუალებას Google მათაც აძლევს, ვისაც Gmail-ის პირადი ანგარიში არ გააჩნია. ეს შესაძლებლობა კი Google-მა PayPal-თან, Venmo-თან და Square Cash-თან კონკურენციის გამო დაუშვა.

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ დღეს ფულადი გზავნილების გაკეთება Snapchat-ით, Facebook Messenger-ითა და სხვა მესინჯერების საშუალებითაცაა შესაძლებელი.

 

წყარო: bpi.ge