როდიდან გაჩნდება თბილისში ველოტრასები

0
27
როდიდან გაჩნდება თბილისში ველოტრასები

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედის გამოყენება ძალიან პოპულარულია. ველოსიპედით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

დღესდღეობით, თბილისში ველოსიპედი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, თითქმის არ გამოიყენება. აღნიშნულის მიზეზია როგორც უსაფრთხოების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა. თბილისში უამრავი ადამიანია ვისაც სურს ამ სახეობის ტრანსპორტზე გადასვლა, თუმცა მათ არ აქვთ შესაბამისი პირობები ამისთვის.

ჟენევა, პრაღა, ლისაბონი, სან-ფრანცისკო, ვანკუვერი, ბოგოტა – ეს იმ ქალაქების არასრული სიაა, სადაც რელიეფი თბილისზე არანაკლებ მთაგორიანია, თუმცა ველოსიპედით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პოპულარული ხდება.  ველო-ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად თბილისის მთაგორიანი რელიეფი და ვიწრო გზები სახელდება. პრაღა, ლისაბონი, ვანკუვერი ის ქალაქებია, სადაც რელიეფი თბილისზე არანაკლებ მთაგორიანია, თუმცა ველოსიპედით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება. ინვესტიცია ველოსიპედების ინფრასტრუქტურაში არის თანამედროვე და ინტელექტუალური ნაბიჯი. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ველოსიპედით გადაადგილებას ეკონომიკური, სოციალური და გერემოსდაცვითი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის.

დიდი ოდენობით თანხები იხარჯება ევროპის ქვეყნებში საველოსიპედო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. საინტერესოა დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც ჯორჯ ოზბორნმა 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო ზემოთ აღნიშნული სექტორის ხელშეწყობისთვის. მიუხედავად დიდი ინვესტიციისა, ბრიტანეთის მოქალქეები მაინც ხედავენ გარკვეულ პრობლემებს კონკრეტულ სექტორში და აცხადებენ რომ მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საველოსიპედო ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი დანიური კვლევის თანამად, ადამიანი ველოსიპედით გადაადგილებისას თითოეულ გავლილ კილომეტრზე 23 ცენტს იგებს, მაშინ როდესაც იგივე მანძილის ავტომობილით დაფარვის შემთხვევაში 16 ცენტით იზარალებს. გარდა ამისა ველოსიპედის გამოყენება ამცირებს სტრესს და ერთით ნაკლები მანქანა კი ჰაერის დაბინძურების რისკს უფრო ნაკლებს ხდის.

ამ მხრივ დანია მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. ამ ქვეყანაში საველოსიპედო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდი თანხები დაიხარჯა, თუმცა დანიასაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები ამ სექტორში. ქალაქის მოდერნიზაციის პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ავტომობილები დომინირებდნენ კოპენჰაგენის ქუჩებში, ხოლო ველოსიპედებით სარგებლობა 10%-დე შემცირდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დანიამ დააწესა 1 სპეციალური დღე, როდესაც ავტომობილები არ იმოძრავებდნენ ქალაქში და ასევე გააუქმა პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები. დღესდღეობით კი კოპენჰაგენი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია ველოსიპედებით მოსარგებლეების მხრივ. მოქალაქეების 50% სწორედ ამ ტრანსპორტით სარგებლობას ამჯობინებს. ამსტერდამში მოსახლეობის 48%, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქ გრონინგენში კი 61% ველოსიპედს იყენებს, როგორც სატრანსპორტო საშუალებას.  ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ პირველ ადგილზე დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია, შემდეგ მოდის ამსტერდამი და უტრეხტი. ველოსიპედზე მოთხოვნა დანიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადში 9%-ით გაიზარდა, რამაც რეიტინგში  პირველ ადგილზე ყოფნას შეუწყო ხელი.

ამერიკელ ველოსიპედისტთა ლიგამ გამოაქვეყნა რეიტინგი, რომელშიც ჩამოთვლილია ის შტატები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი სარგებლობს ველოსიპედით, როგორც სატრანსპორტო საშუალებით. რეიტინგში პირველ ადგილზე კალიფორნია გავიდა(23.2 სარგებლობს ველოსიპედით). როგორც კვლევაშია აღნიშნული საველოსიპედო ინფრასტრუქტურაზე 60 მილიონი დოლარი დაიხარჯა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამ ყველაფერმა დიდი ბიძგი მისცა საველოსიპედო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეერთებულ შტატებში.

2011 წელს ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, როცა ქალაქის ცენტრალური უბნები პარალიზებული და დანგრეული იყო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედის გამოყენება დაიწყო. საველოსიპედო ბილიკის განვითარებაში დიდ ნაბიჯი გადადგა ესპანეთის ქალაქმა სევილიამ, სადაც 80 კილომეტრიანი ბილიკი გაკეთდა. ველოსიპედით მოსარგებლეებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, რათა მათ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ.

საქართველოს დედაქალაქში ველოტრასების შექმნაზე არაერთხელ თქმულა და დაანონსდა, რომ ველოტრასები თბილისში თავდაპირველად ჭავჭავაძის გამზირს, მელიქიშვილს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას, ვაჟა-ფშავალას, პეკინის და ყაზბეგის გამზირებს მოიცავს. აღნიშნული ქუჩები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ველობილიკებით. ამის შესახებ ფრანგული კომპანია ”სმუვის” წარმომადგენელი გიორგი ლორია აცხადებს.

მისი თქმით, მოცემული პროექტი დაკავშირებულია თბილისის გენერალურ გეგმასთან და ქალაქში ახალ ტურისტულ მარშრუტებს გააჩენეს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ”სმუვის” სპეციალისტებმა შეისწავლეს თბილისის რელიეფი. იმის მიუხედავად, რომ ქალაქი მთაგორიანია, მისი რელიეფის ძირითადი ნაწილი, ”სმუვის” სპეციალისტრების აზრით, ველოტრასების მოწყობისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

”ასევე გათვლისიწინებულ იქნა ჩვენი ქალაქის კლიმატური პირობები, რაც არის ძალიან კარგი – მშრალი ჰავა და უმეტესად უნალექო კლიმატი, და შესაძლოა, ამ სისტემამ იმოქმედოს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროისთვის, კომპანიამ შექმნა სამუშაო ჯგუფი და თბილისის მერიასთან შეთანხმებით გადაწყდება ყველა ის საკითხი, რაც საჭიროა მუშაოების დაწყებისთვის. ეს არ არის უბრალოდ ველოსიპედების გაქირავების სისტემა, ეს ძალიან დიდი სისტემაა, რომელიც სხვა სისტემებსაც მოიცავს, არის ინოვაციური და ამან უნდა გადაწყვიტოს ქალაქში ნაწილობრივ პარკინგის და საცობების პრობლემა. ეს არამარტო მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც საინეტერესო სისტემაა,” – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კომპანიას შესწავლილი აქვს რა რაოდენობის ველოსიპედები სჭირდება ქალაქს და რა რაოდენობის ველოტერმინალები და ველოსადგომები უნდა განთავსდეს დედაქალაქის მასშტაბით.

”სმუვი” საქართველოში 6 წლის წინ შემოვიდა და ბათუმის ველოტრასებისა და ტერმინალების მოწყობა უზრუნველყო. კომპანიამ ველოტრასების სისტემა 12 ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში ველოსისტემა დანერგა.

 

ავტორი: ლევან ლაგვილავა