რაგბი ევროპა ექვს ერს ტურნირის გახსნის თაობაზე მიმართავს

0
31
რაგბი ევროპა ექვს ერს ტურნირის გახსნის თაობაზე მიმართავს

Yahoo Sports-ის ინფორმაციით, 9 მარტს პარიზში რაგბი ევროპის ბორდის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ექვსი ერის ორგანიზაციას მიმართავენ ტურნირის “გახსნის” თაობაზე.

პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ და ბორდის 17-მა წევრმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ორგანიზაცია ოფიციალური წერილით მიმართავს 6 Nations Limited Company-ს, რომ ამ უკანასკნელმა ტურნირი სხვა ქვეყნებისთვისაც გახსნას.

“ევროპაში რაგბი მხოლოდ მაშინ განვითარდება, როცა ყოველ ქვეყანას ექნება შანსი, ითამაშოს საუკეთესო გუნდებთან. აღზევება/გავარდნის სისტემა ეთიკური კოდია რაგბი ევროპის ყოველი დივიზიონისთვის. ეს არ არის მცდელობა, დაისაჯოს რომელიმე გუნდი ცუდი შედეგებისთვის.

ჩვენ არ გვსურს კომპრომისები იმაზე, რასაც უკვე მივაღწიეთ, თუმცა დიალოგის დაწყება ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, არ შეიძლება სარაგბო ევროპა იყოს მხოლოდ 6 ქვეყნის. დაბოლოს, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ბოლოს და ბოლოს, რაგბი ევროპა ევროპის კონტინენტის ოფიციალური მომსახურეა რაგბიში”, – განაცხადა ოქტავიან მორარიუმ.

მორარიუ აცხადებს, რომ ექვსი ერის წარმომადგენლებთან მზად არის განიხილოს სხვადასხვა ვარიანტი:

“ჩვენ ვართ მზად, მივიღოთ სხვადასხვა ალტერნატივიდან ერთ-ერთი – შესაძლებელია, გავარდნის სისტემა იყოს პირდაპირი, ან იყოს პლეი ოფით ერთწლიანი ან ორწლიანი სისტემით.

ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი გუნდის დამატება ექვსი ერის ტურნირის ან სულაც კონტინენტის რეალური ჩემპიონატის ჩატარება. ჩვენ ვიცით, რომ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ კარგი პროექტი შევაჯეროთ და ერთობლივად მივაღწიოთ მას.

მაგრამ მთავარია, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს, ეს აუცილებელია ევროპაში რაგბის წინსვლისთვის”, – თქვა მორარიუმ.

როგორც წყარო იტყობინება, ოფიციალური წერილით რაგბი ევროპა ექვს ერს უახლოეს დღეებში მიმართავს.

 

წყარო: sportall.ge