რუსეთში მაღალჩინოსანმა ბიუჯეტიდან მოპარული 180 000 ონლაინპოკერში წააგო

0
81
რუსეთში მაღალჩინოსანმა ბიუჯეტიდან მოპარული 180 000 ონლაინპოკერში წააგო

ტომსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ბიუჯეტიდან 180 000 რუბლი მოიპარა და ონლაინპოკერში წააგო.

მაღალჩნოსანი, რომლის ვინაობაც უცნობია, დანაშაულს 2016 წლის განმავლობაში სჩადიოდა. ის ბიუჯეტიდან მცირე თანხებს იპარავდა, მთელი ფულის წაგების შემდეგ კი ბანკში კრედიტის აღება სცადა, თუმცა უარი მიიღო.

დამნაშავეს 500 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა, იძულებითი სამუშაოები ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამას გარდა, ის სახელმწიფო თანამდებობებს ვეღარ დაიკავებს. მან სასამართლოზე დანაშაული აღიარა და უკვე დააბრუნა მთელი მოპარული თანხაც.

წყარო