ნავთობის ფასი 50 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა

0
76
ნავთობის ფასი 50 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა

ნავთობის ფასი 50 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა, რაც დეკემბრის მონაცემების შემდეგ ყველაზე დაბალია. როგორც Bloomberg წერს, აღნიშნული მოვლენა გამოიწვია, ფაქტმა, რომლის მიხედვითან OPEC-ის მიერ შემცირებულმა ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში არსებულ პროფიციტზე გავლენა ვერ მოახდინა.

უკანასკნელი სამი ვაჭრობის შემდეგ, დღევანდელ სავაჭრო გარიგეგებებს ნავთობის ფასი 5,7%-ით შემცირებული შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ, სავაჭრო გარიგებების შედეგად ნიუ იორკის ბაზარზე ნავთობის ფასი, კიდევ ერთხელ,  2,2%-ით შემცირდა და 49,2 დოლარი შეადგინა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვება ზედიზედ სამი კვირაა იზრდება და 9 მარტისთვის 9,09 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში. აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს პროგნოზით მომავალი წლისთვის აშშ- მიერ დღეში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა სარეკორდო იქნება და 9,73 მილიონ ბარელს მიაღწევს.