ევროპაში უმუშევრობის დონე 9.6%-ს შეადგენს

0
76
ევროპაში უმუშევრობის დონე 9.6%-ს შეადგენს
2016 წლის მონაცემებით ევროპაში უმუშევრობის დონე 9.6% შეადგენს

 

 ევროპაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა და მისმა მაჩვენებელმა 1.8%-ს მიაღწია. ასეთი მაღალი ნიშნული ევროზონაში ბოლო 4 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა უმუშევრობის დონე მაინც მცირდება.

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით უმუშევრობის დონემ ევროპის ქვეყნებში 9.6% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. როგორც გაირკვა ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ გარკვეული პროცენტით შემცირდა. ევროსტატის შეფასებით ევროპაში 2016 წლის დეკემბერში 20 მილიონი ადამიანიდან 15 მილიონი უმუშევარი იყო. უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა(3.5%), გერმანიაში(3.9%), ხოლო უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთში(23%, 2016 წლის ოქტომბერი) და ესპანეთში(18.4%) დაფიქსირდა. ,,ევროსტატის’’მონაცემებით ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გარდა კვიპროსისა შემოსავალი გაიზარდა. ყველაზე მაღალი შემოსავალი დანიაში, ირლანდიაში და შვედეთშია. ყველაზე დაბალი კი ბულგარეთში, რუმინეთში და ლიტვაში.

უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში

2016 წელს ევრო ზონაში 4 მილიონი ადამიანიდან (25 წლის ქვემოთ) 2 მილიონ 900 000 უმუშევარი იყო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა(6.5%), ხოლო რაც შეეხება საბერძნეთს, ესპანეთს და იტალიას, ამ ქვეყნებში უმუშევრობის დონე 40% დან 44% მდე შეინიშნებოდა.  ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 2016 წელს 8.8% დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. უმუშევრობის მაღალი დონე ახალგაზრდებს შორის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ 18 დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას სრულ დროს უთმობენ და აქედან გამომდინარე ისინი არც კი ეძებენ სამსახურს.

2013 წელს ,,ევროსტატის’’ მიერ ჩატარებულ კვლევაში უმუშევრობის დონე ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. ამავე წელს არსებული მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 75 მილიონი ახალგაზრდა იყო უმუშევარი. ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის 27 წევრ ქვეყანაში 23.5% შეადგენდა, ხოლო საბერძნეთსა და ესპანეთში ანალოგიური მაჩვენებელი 58.4% და 55.7% იყო. თანამედროვე მსოფლიოში დასაქმების სფეროში მდგომარეობის დასარეგულირებლად სახელმწიფოები გარკვეულ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მონაცემთა ბაზის შექმნა, პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, მუშახელის გეოგრაფიული მობილურობის უზრუნველყოფა და სხვა.

ავტორი: ლევან ლაგვილავა