სიმთვრალისთვის დაჯარიმებულმა მძღოლებმა ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შეიტანეს

0
32
სიმთვრალისთვის დაჯარიმებულმა მძღოლებმა ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შეიტანეს

ალკოჰოლური სიმთვრალის გამო 2016 წელს 30 655 მძღოლი დააჯარიმეს, რომელთაგან 22 538 პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პირველი იყო და კანონის თანახმად, მათ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოართვეს.

ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ჯარიმა, 3 508 000 ლარი, შსს-მა იმ მძღოლებს გამოუწერა (8ათასზე მეტი მძღოლი), რომლებიც ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდნენ.

აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი 669 მძღოლმა ბიუჯეტში ჯამში 1 003 000 ლარი გადაიხადა.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელეს და უკონტაქტო პატრულირებასა და 100-ქულიანი სისტემის ამოქმედდებაზე შეთანხმდნენ.