აშშ ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის საკითხს განიხილავს

0
72
აშშ ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემაThe Wall Street Journal-ი, ახლო აღმოსავლეთში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. არაბული ნატო იმ ქვეყნებს გააერთიანებს, რომლებიც ირანთან წინააღმდეგობაში არიან. ალიანსში შევლენ საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე და იორდანია.

შესაძლოა, ამ ქვეყნებს მოგვიანებით სხვა სახელმწიფოებიც დაემატოს. ამასთან, არაბული ქვეყნები საერთო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, ისე როგორც ამას ნატო-ს მეხუთე მუხლი ითვალისწინებს.

აღნიშნული ალიანსის ჩამოყალიბების შემთხვევაში, განიხილება ისრაელთან დაზვერვის სფეროში თანაშრომლობის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ისრაელის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ისრაელი კრიტიკულად არის განწყობილი ირანთან.