ვასილ მაღლაფერიძე: ტელევიზია მესამე კორპუსში მთლიანად გადავა

0
24
ვასილ მაღლაფერიძე: ტელევიზია მესამე კორპუსში მთლიანად გადავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიის მესამე კორპუსში ყველა თანამშრომელი დაეტევა. ამის შესახებ გენდირექტორმა „მოამბესთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

 ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები აკვირვებს.

„ჩვენ შევამოწმეთ ე.წ. მესამე კორპუსი, რომელიც ამ შენობის უკან დგას. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან საღი შენობა; ეს არის უნიკალური შენობა, იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი სტუდია ფაქტობრივად, საქართველოში მეორე არ არის. ეს ტელევიზია გადავა და მთლიანად დაეტევა ამ შენობაში. ხოლო, ამ დანარჩენ ტერიტორიას ბორდი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს.

ახლა უკვე, როდესაც ეს გახდა ცნობილი, ძალიან მიკვირს ბორდის ზოგიერთი წევრის, გნებავთ, ზოგიერთი თანამშრომლის, რომელიც უცებ ატყდა შენობის გაყიდვის თემაზე.

რასაკვირველია, მსგავსი არაფერი მოხდება და ახლა, კითხვას ვსვამ, რამე ზედმეტი ინტერესი ხომ არ ჰქონდათ და რატომ ტეხენ ამ აჟიოტაჟს“, – აცხადებს მაღლაფერიძე.