მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს

0
69
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს – მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერმინისტრისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელ კრისტიან აედოს შეხვედრის მთავარი თემა იყო.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეხვედრისას პრემიერმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმაზე, რომელიც შრომის ბაზარსა და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ქართულმა მხარემ, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.