გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

0
74
გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

გაზგამანაწილებელ სადგურ – „გლდანი 2“-ში დღეს, 10:00 საათიდან ოდორიზაციის ახლად დამონტაჟებული ავტომატიზებული კვანძი სატესტო რეჟიმში ჩაირთვება.
როგორც  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცხადებენ, მუშაობის პროცესს დანადგარის მწარმოებელი კომპანიის, ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები დააკვირდებიან. სამუშაო პროცესი დაახლოებით 24 საათს გაგრძელდება.

”აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის”, – აცხადებენ კომპანიაში.