ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეების დახმარების მიზნით 115 519 ლარის დაფინანსება გასცა

0
66
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეების დახმარების მიზნით 115 519 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა იანვრის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 115 519 ლარის ოდენობის დაფინანსება გასცა.

აღნიშნული თანხით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 498 ბენეფიციარს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 450 მოქალაქის დასაფინანსებლად გაიხარჯა 97 789 ლარი.

„მოქალაქეებს დაუფინანსდათ როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული მომსახურება, რომელთა ჯამური თანხა იანვრის თვეში შეადგენს 65 439 ლარს. ამასთანავე დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს“, – აღნიშნა გამგებელმა.

მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობის მიღებისათვის 17 730 ლარით თანადგომა გაუწია მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. მათივე მონაცემების მიხედვით, დაფინანსება მიიღო 48 ბენეფიციარმა.