ბათუმში Carrefour გაიხსნება

0
46
ბათუმში Carrefour გაიხსნება

Carrefour-ი საქართველოს რეგიონების ათვისებას ბათუმით იწყებს.

MAF Carrefour Georgia-მ ბათუმის ფილიალისთვის სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა.

დაინტერესებულმა პირებმა CV მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 01 მარტისა უნდა გააგზავნონ.

Carrefour-ს თბილსში 7 ფილიალი აქვს, მათ შორის 2 ჰიპერმარკეტია.

უმსხვილესი ფრანგული რითეილერი საქართველოს ბაზარზე 2012 წლის სექტემბერში შემოვიდა და პირველი ჰიპერმარკეტი „თბილისი მოლში” გახსნა.

GBC