დონალდ ტრამპი: სამედიცინო კლინიკებს ვაიძულებთ აბორტის საქმიანობა შეწყვიტონ

0
92
დონალდ ტრამპი: სამედიცინო კლინიკებს ვაიძულებთ აბორტის საქმიანობა შეწყვიტონ

 

ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ აბორტის თემა პრიორიტეტული იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ‘’აბორტი კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს და მისი ჩამდენი ქალებიც შესაბამისად უნდა დაისაჯონ’’, განაცხადა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. მოგვიანებით კი უცხოური გამოცემები წერდნენ რომ ტრამპმა თავისი მოსაზრება განმარტა და განაცხადა რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არა ქალებს, არამედ იმ ექიმებს უნდა დაეკისროს რომლებიც საიდუმლო ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმდნენ. ახალ პრეზიდენტთან ერთად ახალი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში სიახლეებით დაიწყო კანონთა ცვლილების კუთხით.

დონალდ ტრამპმა ლგბტ ქორწინებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, გეზი ისეთი აქტუალური თემისკენ აიღო როგორიც აბორტია. მან გასულ ორშაბათს ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კარგად დავიწყებული ე.წ. ,,მექსიკის კანონი’’ კვლავ ძალაში მოიყვანა. ამ კანონის საფუძველზე შტატებსი არსებული ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რაიმე სახის ფინანსურ ან თუნდაც საკონსულტაციო დახმარებას გასწევს საზღვარგარეთ მიმდინარე ისეთი ოპერაციებისთვის რომელიც აბორტს ემსახურება, ქვეყნის წინაშე კანონით აგებს პასუხს.

ამ ნაბიჯმა დიდი გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია სამედიცინო ექსპერტების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ რომ ეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და მეორეს მხრივ ჯანმრთელობის ცენტრებს უბიძგებს რომ შეწყვიტონ ამ სერვისით მომსახურება იმ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ეს ძალიან სჭირდებათ. ეს კანონი პირდაპირი დარტყმა იქნება ჯანმრთელობის იმ ცენტერბისთვის, რომელთათვისაც მომხმარებლების მთავარ სეგმენტს ქალები შეადგენენ.

რაც შეეხება ეგრედწოდებულ ,,მექსიკის კანონს’’, მრავალი საერთაშორისო კვლევების საფუძველზე ცნობილია რომ ამ კანონს უარყოფითი შედეგი მოაქვს ჯანმრთელობისთვის მსოფლიოს მასშტაბით, არამარტო აბორტთან, არამედ ზოგადად ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აქ კენიის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ქალებისთვის(განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის რომლებიც შედარებით ღარიბ უბანში ცხოვრობენ) არ არის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები.

თუ წარსულში არსებულ გარკვეულ ინდიკატორებს გადავხედავთ, შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ რომ ეს კანონი მთლიანად ვერ შემაცირებს აბორტების რაოდენობას და მეორეს მხრივ ამან შეიძლება გაზარდოს  სახიფათო და უკანონო აბორტები მსოფლიოს მასშტაბით, იმ ქალების მხრიდან რომლებსაც უკვე აღარ აქვთ წვდომა ამ მომსხურებასთან(პროცედურასთან). არაუსაფრთხო აბორტები ქალებში სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად რჩება მთელს მსოფლიოში.

 

მოამზადა ლევან ლაგვილავამ