BE.GE – შეიძინეთ ნებისმიერი ტექნიკა საუკეთესო პირობებით

0
58
BE.GE - შეიძინეთ ნებისმიერი ტექნიკა საუკეთესო პირობებით

ინტერნეტ მაღაზია be.ge პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ: სახლის ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტო-ვიდეო ტექნიკა, კონდიციონერები, მობილურები, დასვენებისა და სპორტული ინვენტარი, თავის მოვლის საშუალებები და სხვ.

თბილისის მასშტაბით პროდუქტის მიწოდება უფასოა. მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს გადახდა, როცა მაღალ სართულზე მსვილგაბარიტიანი საქონლის ლიფტით ატანა ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ლიფტი მწყობრშია და თქვენს მიერ შეძენილი ნივთი მასში დაუზიანებლად თავსდება, მაშინ კურიერები ნებისმიერ სართულზე უფასოდ აიტანენ პროდუქტს.

ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი მეთოდები – თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით, გადარიცხვით ან ბარათის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განვადების გაფორმება გირჩევნიათ, შეგიძლიათ მოქნილი და მოსახერხებელი განვადების სისტემით სარგებლობა: სახლიდან გაუსვლელად თქვენ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკის არა მხოლოდ შეკვეთასა და შეძენას, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობასაც შეძლებთ. ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი “რესპუბლიკა”, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინ განვადებით სარგებლობა უკვე ორგანიზაცია CrediTech-შიც შეგიძლიათ.

კორპორატიული მომხმარებლებისთვის 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება. ამ ეტაპზე ინტერნეტ მაღაზია Be.ge 1000-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება.

ონლაინ მაღაზიაში მუდმივადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის აქციები, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს  დიდი ფასდაკლებით ან სულაც საჩუქრად მიიღოს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.