თურქეთი ირანთან და სომხეთთან საზღვრებზე კედლის მშენებლობას გეგმავს

0
35
თურქეთი ირანთან და სომხეთთან საზღვრებზე კედლის მშენებლობას გეგმავს

უსაფრთხოების მიზნით თურქეთი ირანთან და სომხეთთან საზღვრებზე ბეტონის კედლის მშენებლობას გეგმავს. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის ხელმოწერილ ოქმებში, რომლებიც გასული წლის მაისში გაფორმდა.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის თურქეთ-სირიის საზღვარზე 911 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

თურქული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც კი სირიის საზღვართან კედლის მშენებლობა დასრულდება, მშენებლობა აღმოსავლეთ საზღვრებზე გადაინაცვლებს. თურქი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ კედლის მშენებლობა სირიიდან თურქეთში არალეგალურ მიგრაციას უკავშირდება.