McDonald’s ჩინეთსა და ჰონგ-კონგში ქსელის 80% გაყიდის

0
50
McDonald's ჩინეთსა და ჰონგ-კონგში ქსელის 80% გაყიდის

ამერიკული კომპანია McDonald’s  ჩინეთში ქსელის 80%-ს 2.08 მილიარდ დოლარად  გაყიდის.

მყიდველი კომპანიები Citic და  Carlyle Group არიან, ისინი ფრანჩაიზებსაც მიიღებენ, მომდენო 20 წლის განმავლობაში რესტორნების ქსელის განვითარებაზე, რომელიც ამჟამად 2200 რესტორანს აერთიანებს.

ინფორმაცია Citic-მა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარიგებით, Citic მიიღებს ბიზნესის 52%-იან წილს, Carlyle 28%-ს. თავად ამერიკული კორპორაცია 20%-იან წილს შეინარჩუნებს.

მედია იხსენებს, რომ  2016 წლის ივნისში McDonald’s-მა 5-ზე მეტი წინადადება მიიღო ჩინეთსა და ჰონგ-კონგში რესტორნების ქსელის გაყიდვაზე. Reuters -ის წყაროს ცნობით, ქსელის ყიდვის მსურველებს შორის იყვნენ უმსხვილესი ჩინური კორპორაციები  Beijing Tourism Group, Sanpower და  ChemChina. გარიგების ღირებულება სააგენტოს ცნობით, $3 მლრდ იყო.

წყარო: GBC