Home » საზოგადოება » 2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი 1400-მდე პირმა მიიღო

2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი 1400-მდე პირმა მიიღო

2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400-მდე პირმა მიიღო, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400 -მდე ადამიანმა მიიღო. სტატისტიკა კვლავ რჩება სტაბილურად უმძიმესი.  

ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში იკავებს, სამწუხაროდ, პირველ ადგილს; 2015 წელს რუსეთი და სომხეთი იყო, გზებზე გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რაოდენობით. მდგომარეობა საგანგაშოა.  

ამის მიზეზებზე ბევრს საუბრობენ, ეს მიზეზები არის კომბინირებული. ჩემი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიზეზები არის რამდენიმე – პირველი ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არც ერთი სამსახური არ არსებობს საქართველოში. საპატრულო პოლიცია, რეალურად, რეაგირებას ახდენს მომხდარზე. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია საჭიროებს თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას.  

ამასთანავე, მომრავლებულია არალიცენზირებული ავტოსკოლები, რომლებიც მართვის მოწმობის ბილეთებს მოქალაქეებს ასწავლიან კოდირებით. ანუ თუ ბილეთზე მაგალითად ხე ხატია იქ სწორი პასუხია ”ა” და არ ხდება რეალურად ბილეთების და საგზაო მოძრაობის შესწავლა. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირ შემთხვევებში გამოწვეულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობით და გზებზე ”შავი წერტილების” არსებობით. ასეთ ადგილებზე უნდა ხდებოდეს ექსპერტთა ჯგუფების გასვლა, ლოკაციების შესწავლა – ხომ არ არის გარემო ფაქტორის ბრალი, ხომ არ არის განათება არასწორად ან საგზაო ნიშანი, ან მოსახვევი ხომ არ არის მკვეთრი. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნებია, მოხდეს აღნიშნულის გამოსწორება, განახლდეს კანონპროექტის განხილვა და მოხდეს მისი მიღება”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა. 

წყარო: აგორა

Share