Home » საზოგადოება » 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა
2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა

2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს. კონკურში, საერთო ჯამში, მონაწილეობა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

ამასთან, მაია მინინოშვიოლის თქმით, სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით, სტუდენტების მონაწილეობის მხრივ მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია.
რაც შეეხება დაფინანსებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება – 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება – 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა.

‘’დაახლოებით, 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა კონკურსში. დღეს, 13:00 საათზე გამოქვეყნდა ჩარიცხვის შედეგები. რა თქმა უნდა გამოქვეყნდა საგრანტო კონკურსის შედეგებიც. ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ფაქტობრივად, ანალოგიურია მდგომარეობა, თუმცა, თუ კიდევ უფრო წინა წლებს თუ შევადარებთ, გაზრდილია სტუდენტების რაოდენობა, რაც ნამდვილად კარგია. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება ან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან, აქაც ძალიან კარგი ვითარებაა. ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051- სტუდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სრულად დაფინანსდება.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, დაახლოებით 6000 ან 6000-ზე მეტია სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. 1000-ზე ოდნავ მეტია იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სრულად ფინანსდებიან’, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, წელს, რამდენიმე პოზიტიური ტენდეცია შეინიშნება – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

Share