ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტში გადასახადს პრაქტიკულად არ იხდის, მსოფლიოს პოკერრუმების ათეულშია

0
21
ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტში გადასახადს პრაქტიკულად არ იხდის, მსოფლიოს პოპულარული პოკერრუმების ათეულშია

Pokerscout.com -ის მონაცემებით, adjarabet.com მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარულ პოკერრუმში შედის. 

როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესი სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ანუ ეს სფერო ბიუჯეტში იხდის მხოლოდ მოსაკრებლებს (5 წელიწადში ერთხელ), ხოლო რაც შეეხება ონლაინ–თამაშების ორგანიზებს, მათთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ–თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს და ონლაინ–თამაშებიდან  საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის. ამ ყველაფრის ფონზე, ცნობილი ხდება, რომ Pokerscout.com -ის 2016 წლის 20 დეკემბრის მონაცემებით, adjarabet.com მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარულ პოკერრუმში შედის.

Pokerscout.com 10 წელია ონლაინ პოკერრუმების სტატისტიკას და რეიტინგს აქვეყნებს. საიტის ინფორმაციით, adjarabet.com მსოფლიოში მერვე ყველაზე პოპულარული ონლაინ პოკერრუმია.

„ჩვენს საიტზე ახლა უფრო მეტი ხალხი თამაშობს, ვიდრე ერთი წლის წინ ზუსტად ამ დროს. ეს კი დღეს იშვიათობაა. გლობალური პოკერინდუსტრია წლიდან წლამდე პატარავდება და ამის ფონზე აჭარაბეთის შედეგი გამონაკლისია“, – ამბობს Adjarabet.com-ის პოკერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმი ალისტერ აივსი.

მისი თქმით, აჭარაბეთი წლებია მოთამაშეებს ეკოლოგიურად სუფთა თამაშებს სთავაზობს და ეს მიდგომა თავის შედეგს იძლევა.

„პოპულარობა Adjarabet-ის გუნდის მუშაობის შედეგია, თუმცა უდიდესი წვლილი ქართველ მოთამაშეებს მიუძღვით. ისინი პოკერის ენთუზიასტები არიან. ჩვენ კი უმთავრეს მოვალეობად ვთვლით, ჩვენს მოთამაშეებს ეკოლოგიურად სუფთა საიტი და თამაშები შევთავაზოთ. ხანდახან ეს მოკლევადიან პერიოდში მოგებაზე უარის თქმას ნიშნავს, თუმცა სწორი მიმართულებით განვითარებისა და მოთამაშეებისთვის მეტის მისაცემად კეთდება“,  – ამბობს ალისტერ აივსი.