გურიაში ჩაის ახალი ფაბრიკის მშენებლობისთვის 1 მილიონიანი ინვესტიცია ხორციელდება

0
46
გურიაში ჩაის ახალი ფაბრიკის მშენებლობისთვის 1 მილიონიანი ინვესტიცია ხორციელდება

გურიაში, სოფელ დვაბზუში ჩაის ფაბრიკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტის განსახორციელებლად კომპანია „საქართველოს თაიგული“ 1 მლნ ლარის ინვესტიციას დებს, ფაბრიკა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ,,ბანკი ქართუ” -სთან თანამშრომლობით შენდება.

კომპანიის დამფუძნებლის ილია ბასილაშვილის განცხადებით, საწარმო ექსპლუატაციაში გაზაფხულზე შევა. იაპონური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო წლიურად, არანაკლებ 20 000 კგ. ჩაის წარმოებას შეძლებს.  გამოშვებული იქნება, როგორც დასაყენებელი, ასევე ერთჯერადი პაკეტებში დაფასოებული ჩაი.

„ხარისხიან ნედლეულს სულ ვეძებთ, დეფიციტია. კარგი ჩაი კი, ყველას უნდა, არის დაინტერესება უკრაინიდან, რუსეთიდან და ევროპიდანაც“, – აცხადებს ბიზნესმენი.

მაღალი ხარისხის ქართულ ელიტარულ შავ, მწვანე და იოდირებულ ბაიხის ჩაის „საქართველოს თაიგული“ ამჟამად მცირე საწარმოში აწარმოებს. მწარმოებელი ამბობს, რომ არსებულ მოთხოვნას წარმოების მცირე მოცულობით ვერ აკმაყოფილებენ, სწორედ ამიტომაც დაიწყო გაფართოებაზე მუშაობა, თუმცა არსებობს პრობლემებიც, რაც ჩაის პლანტაციების პრივატიზაციის თემას უკავშირდება, რაც ამ დრომდე გადაჭრილი არ არის.

წყარო: GBC