“სომხეთთან შედარებით თამბაქოზე მაღალი ფასები გვექნება, რაც კონტრაბანდის წინაპირობაა”

0
33

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, ნოდარ ებანოიძე მთავრობის ახალ ინიციატივას, კერძოდ რამდენიმე ნაწარმზე 2017 წლიდან აქციზის ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.

ებანოიძე თამბაქოს აქციზის ზრდაზე საუბრობს და განმარტავს, რომ საკმაოდ მაღალია კონტრაბანდის გაჩენის რისკები. ყოფილ „რესპუბლიკელს“ მაგალითად მოჰყავს სომხეთი და აცხადებს, რომ მასთან შედარებით თამბაქოზე საგრძნობლად მაღალი ფასები გვექნება, რაც კონტრაბანდის გაჩენის ერთ-ერთი პირობაა.

„როდესაც ბიუჯეტის კანონი შემოვიდა, იქ განმარტებით ბარათში არის 8-10%-ით თამბაქოს მომხმარებელთა შემცირება და იქვეა, რომ როდესაც ჩვენ გასულ წელს შემოვიღეთ ადვალური გადასახადი, ასევე აქციზის გადასახადი დავწიეთ 5%-იანი შედეგი გამოიწვიაო.

რა თქმა უნდა, ასეთ თემებს სჭირდება კითხვები, კითხვებს კი პასუხები. როდესაც ასეთი რამ ხდება, მეზობელ რეგიონს უნდა გადახედო. მაგალითად, ასეთი ცვლილებებით ჩვენ სომხეთთან შედარებით სერიოზულად მაღალი ფასები გვექნება. პირობითად, ავიღოთ სიგარეტი „ვინსტონი“, რომელიც არის საშუალო კლასის, ფართო მოხმარების სიგარეტი. დაახლოებით ერთი ლარი იქნება სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის. ეს კი კონტრაბანდის გაზრდის საშუალებას იძლევა. ეს სხვაობა ახლაც არის. შეილება, მაგალითად რამდენად გადავა არალეგალური მიმართულებით, რამდენად იქნება იმის ადმინისტრირება, რომ არალეგალური ბაზარი და კონტრაბანდა იყოს ნაკლები? თუ ჩვენ მერე დავითვლით, შეიძლება იყოს კიდეც შემცირება 10%-ით, მაგრამ გამოვიდეს ლეგალური ნაწილიდან 10% და მასში არ იყოს გათვალისწინებული კონტრაბანდული და არალეგალური ნაწილი. ეს რისკები ნამდვილად არის. ასეთი ცვლილებები ბევრ კითხვასა და პასუხებს ითხოვს.

ჩემი ერთ-ერთი კითხვაა, რამდენად დაცული იქნება ქვეყანა კონტრაბანდისგან? რა თქმა უნდა, მთავრობა იტყვის, რომ გაუმკლავდებიან. როგორც წესი, ეგრე არ არის. ასეთი გამოწვევები რაღაც რისკებს ტოვებს. მე კი ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველოში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 10%-ით შემცირდება, მაგრამ ეს კითხვა მაქვს. იმის ხარჯზე ხომ არა, რომ ერთი ნაწილი გადავა შავ ბაზარზე და ლეგალური გაყიდვები იქნება ნაკლები?

აქციზის ზრდიდან ბიუჯეტში სერიოზული შემოსავლის გაჩენას ვარაუდობენ. ადმინისტრირება ხანდახან რაღაც საქმეს საერთოდ არ შველის. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის მარტივი თემა. სამწუხარო ერთი რამ არის, რომ ჩვენ არ გვაქვს რეგულირების გავლენის შეფასების სისტემა. ე.წ „ვია“ (მგონი ვია). ეს რომ გვქონდეს, ნებისმიერი კანონპროექტისა და ცვლილების ინიციატორს მოთხოვდა, რომ დათვლილიყო ყველაფერი.

მაგალითად, რა არის ადმინისტრირება? რა რისკებია? როგორ უნდა ებრძოლო მას? რა ჯდება ეს ბრძოლა? რა ჯდება ადმინისტრირება? ამიტომ ჯერჯერობით, პირადად მე კითხვების რეჟიმში ვარ. ციფრებს ვერ ვენდობი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ დაითვალა ეს. კითხვებს უნდა უპასუხონ.

უპასუხონ იგივე თამბაქოს ინდუსტრიის კითხვებს, სხვა გარე აქტივობების კითხვებს“,- აღნიშნა ებანოიძემ.

მისივე თქმით, თამბაქოზე აქციზი არა 60 თეთრით, არამედ 80, ან 90 თეთრით მოიმატებს.

„გასულ წელს, როდესაც ადვალური გადასახადი შემოვიღეთ, იქ განმარტებით ბარათში წერია, რომ 60 თეთრით იზრდება ფილტრიანი სიგარეტების აქციზი და 30 თეთრით უფილტრო. არ არის ეგრე. 60-ით კი არა, მეტით იზრდება იმიტომ, რომ იქვე ადვალური გადასახადია. 10%-იანი დანამატი ექნება ამას, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადი სხვა რამეა. დაახლოებით, მაგალითად ფილტრიან სიგარეტზე ეს იქნება 80-90 თეთრი და არა 60.

აქედან გამომდინარე, ბევრ კითხვას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი“,- განაცხადა ებანოიძემ.