ონლაინ სესხების კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

0
51
ონლაინ სესხების კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია, ონლაინ სესხების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის ინიციატივას ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ:

1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ;

2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით – საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;

3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების – ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge; mon.ge;