ლევან ვასაძე რუსული IT-კომპანია AT Consulting-ის თანამფლობელი გახდა

0
65
ლევან ვასაძე რუსული IT-კომპანია AT Consulting-ის თანამფლობელი გახდა

ერთ-ერთმა უმსხვილესმა რუსულმა IT-კომპანია AT Consulting-მა (წლიური ბრუნვა 12 მლრდ. რუბლი) მფლობელი შეიცვალა – პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის აქციონერი ლევან ვასაძეს მიერ 2008 წელს შექმნილი ინვესტფონდი Prometheus Capital Partners გახდა, – წერს რუსული მედია.

გარიგების შედეგად, ფონდი ამჟამად ფლობს AT Consulting-ის 95%-ს, დარჩენილი 5% ეკუთვნის კომპანიის დამაარსებელს სერგეი შილოვს.

„თანამშრომლობა Pometheus Capital Partners-თან დააჩქარებს AT Consulting-ის განვითარებას და ხელს შეუწყობს ახალი პროექტების დაფინანსებას” – თვლის შილოვი.

გაუარესებული ბიზნეს-კლიმატის პირობებში, სერიოზული ადმინისტრაციული რესურსის არმქონე კომპანიებს ძალიან უჭირთ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ადგილის შენარჩეუნება, ამიტომ მათთვის ბევრად უფრო მომგებიანია საქმის კეთება მსხვილ კორპორაციებთან დაკავშირებულ აქციონერებთან.

„სერიოზული ხალხი” უკვე მონაწილეობდა AT Consulting-ის საქმიანობაში – კერძოდ, მისი აქციონერი იყო კომპანია «КДС инвест», რომელიც ტექნიკას შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიდა.

2015 წელს AT Consulting-ის მოგება სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე 20%-ით გაიზარდა. 2016 წელს კომპანია გეგმავდა ბრუნვის გასამმაგებას 3 წლის განმავლობაში.

ლევან ვასაძის ფონდთან გარიგების შედეგად, სერგეი შილოვმა დაკარგა არა მხოლოდ კონტროლი კომპანიაზე, არამედ გენერალური დირექტორის პოსტი – ის შეცვალა AT Consulting-ის ყოფილმა პარტნიორმა დმიტრი პოტაპოვმა.