Brexit-ი ბრიტანეთს 122 მილიარდი ფუნტი დაუჯდება

0
74
Brexit-ი ბრიტანეთს 122 მილიარდი ფუნტი დაუჯდება
ტრადიციულ საშემოდგომო მიმართვაში პარლამენტისადმი, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ Brexit-თან დაკავშირებული რეფერენდუმის გამო, უახლოეს 4 წელიწადში ბრიტანეთის ეკონომიკა 122 მლრდ ფუნტით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე იგეგმებოდა.
თუ მიმდინარე წელს ბრიტანეთის ეკონომიკა, პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით „დიდ რვიანში“ ყველაზე წარმატებული ქვეყანა უნდა იყოს, მომავალ წელს ზრდა მნიშვნელოვნად შენელდება (1.4%) და მიმდინარე მაჩვენებლებს 2021 წლამდე ვერ დაუბრუნდება.
საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად საგარეო ვალების სერიოზულად გაზრდა იქნება საჭირო. შარშან საგარეო ვალმა მშპ-ის 84,2% შეადგინა, ხოლო წელს 87,3%-მდე გაზირდება. 2019 წელს კი რეკორდულ 90,2%-ს მიაღწევს.
ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, არ იგეგმება თავდაცვის, საერთაშორისო დახმარების და საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯების შემცირება.
წყარო: აგორა