“საქართველოს ბანკი” ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანსებს

0
11
“საქართველოს ბანკი” ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანსებს

“საქართველოს ბანკმა” ახალი პროდუქტი „ქალი სტარტაპერი“ გამოიტანა. ბანკის ცნობით, პროგრამა საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანასებს.

“ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით. დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია მას, ვისაც აქვს საინტერესო ბიზნესიდეა, სესხი მოცულობა 10 000 ლარიდან განისაზღვრება და არ მოითხოვება სავალდებულო თანამონაწიელობა”, – განმარტავენ “საქართველოს ბანკში”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ტრენინგში – „როგორ დავიწყო ბიზნესი?“, ტრენინგი ყველა მათგანს, ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან უნარებს და ცოდნას შესძენს. ამასთან, იმ ბიზნეს იდეის ავტორი, რომელიც დაფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში სრულიად ისარგებლებს საქართველოს ბანკის საოპერაციო პროდუქტებით.

„ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით სარგებლობის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.womeninbusiness.ge.

წყარო: BPI