რატომ არ იყო ეფექტიანი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული “რეზერვირების ნორმების” ცვლილება

0
27
რატომ არ იყო ეფექტიანი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული

“რატომ არ იყო ეფექტიანი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული “რეზერვირების ნორმების” ცვლილება? – ამ თემაზე ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

“რატომ არ იყო ეფექტიანი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული “რეზერვირების ნორმების” ცვლილება? (საინტერესო სიტუაცია)

ჩემი აზრით, ეს იყო სებ-ის ერთადერთი სწორი ქმედება – დეპოზიტებზე დოლარში სარეზერვო ნორმის გაზრდა (20%-მდე) და ლარის დეპოზიტებზე – შემცირება.

ამას წესით უნდა გაეძვირებინა დოლარში ნომინირებული სესხები და უფრო იაფი გაეხადა სესხები ლარში… რასაც უნდა მოყოლოდა ლარის სესხებზე მოთხოვნის გაზრდა და დოლარის სესხებზე, შესაბამისად მოთხოვნის შემცირება!

მაგრამ….. როგორც იტყოდა ხოლმე ერთი “………”  – “ნურას უკაცრავად” !

ბანკები განაგრძობენ დაკრედიტებას ძირითადათ დოლარში და + გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით…!

რატომ ხდება ესე?

მარკეტინგის “ენაზე” ამას ჰქვია “მიმწოდებლის ბაზარი”, ანუ “ბანკების ბაზარი”…. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სესხის მიღების მსურველი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ბანკები ძირითადში აკრედიტებენ მხოლოდ იმ ბიზნეს-სუბიექტებს და მოსახლეობას, რომლებსაც გააჩნიათ მყარი გარანტიები (იპოტეკა).

ე.წ. “საპროექტო დაფინასებას” ბანკები თავს არიდებენ..

წესით ბანკები უნდა ცდილობდნენ საკრედიტო საქმიანობის აქტივიზაციას (ხომ უნდა განათავსონ სადმე მოზიდული სახსრები) და საკრედიტო ბაზის გაფართოვებას…მაგრამ არა…

რაშია საქმე?

თურმე ყველაფერი ძალიან მარტივია…

ბანკებს იმდენად უკვე აღარ აინტერესებთ საკრედიტო საქმიანობის გაფართოვება…ბანკებმა მონახეს უკეთესი გზა!

იმ თანხების ნაწილი, რაც წესით და რიგით უნდა მიემართოს საკრედიტო ოპერაციებში – ბანკები აქტიურად მიმართავენ საკუთარი ბიზნესების “გახსნაში” და განვითარებაში და ბიზნეს-სექტორი რჩება “აფსაიტში” …. “ვოტ ტაკიე ბრატ დელა” – წერს ხომიზურაშვილი.