ბილ გეითსი: მდიდრებმა უფრო მეტი გადასახადი უნდა გადაიხადონ

0
22
ბილ გეითსი: მდიდრებმა უფრო მეტი გადასახადი უნდა გადაიხადონ

წარმოგიდგენთ ბილ გეითსის CNN-თან ინტერვიუს თარგმანს, რომელიც შეეხება აშშ-ში გადასახადებთან დაკავშირებულ დებატებს და მილიარდერ უორენ ბაფეტის გეგმას, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესში, 2012 წელს ყოველწლიური მიმართვისას ისაუბრა. პრეზიდენტის გამოსვლა ძირითადად დაეთმო უთანასწორობასა და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სახეზეა უდიდესი დაპირისპირება მდიდარ 1%-თან. პრეზიდენტმა ობამამ შემოსავლების უთანასწორობას ჩვენი დროის მთავარი პრობლემა უწოდა. ეთანხმებით მას?

კაპიტალისტურ სისტემაში ყოველთვის არსებობს უთანასწორობა შემოსავლების კუთხით. ამიტომ, არა მგონია ვინმე ამბობდეს, რომ ამის სრულად თავიდან აცილება შესაძლებელია. მაგრამ თუ გადასახადები აიწევს, ეს შესაძლებელს გახდის მთავრობის დეფიციტის შემცირებას და ამაში მდიდარმა ფენამ უფრო მეტი წილი უნდა გაიღოს. თუმცა, ილუზია იმისა, რომ მხოლოდ მდიდრებისთვის გაზრდილი გადასახადით მოხდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რიცხობრივად მთლად ზუსტი არაა. ამასთან დაკავშირებით საჭიროა მნიშვნელოვანი დისკუსია. აუცილებელია ამერიკელ ხალხს ავუხსნათ რამდენად შორს ვართ მიზნიდან და წარვუდგინოთ მათ რიცხვებში გაწერილი გეგმა, რომელმაც უნდა შეამციროს ეს საბიუჯეტო ნაპრალი.

უჭერთ თუ არა მხარს „ბაფეტის გეგმას“, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ კონგრესმენებს წარუდგინა. ბევრი კითხვა ისმის ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, რომლებსაც მილიონობით დოლარის შემოსავალი აქვთ გადასახადის სახით, უნდა გადაიხადონ მინიმუმ 30%.

დიახ, მე ვფიქრობ რომ ეჭვგარეშეა ის, რომ მდიდარმა მეტი წილი უნდა გადაიხადოს გადასახადების სახით. უფრო მეტი სიახლოვე უნდა იყოს დივიდენდებისა და კაპიტალის მოგებასა და საშემოსავლოს დასაბეგრ ნორმებს შორის. დღეს აქეთკენ მიდის საქმე და იდეა არის ის, რომ გადასახადების რეგრესულობა თავიდან უნდა ავიცილოთ.

ადამიანები, მაგალითად როგორიც თქვენ ხართ და ვიტყოდი, რომ წარმოადგენთ ამერიკის ყველაზე მდიდარ ფენას, იხდით საკმარის გადასახადებს. თქვენი აზრით, უნდა იხდიდეს თუ არა ყველა მდიდარი ადამიანი უფრო მეტ გადასახადს, თუნდაც 30%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი უკვე იხდის.

დღეს ყველაზე მდიდარი ფენა თითქმის არასდროს იხდის შემოსავლების 30%-ს, რადგან მათი შემოსავალი მეტწილად შედგება დივიდენდებისა და კაპიტალის ნამატიდან. ადამიანები ფინანსური სექტორიდან, მაგალითად ჰეჯ ფონდებში, რომლებიც გვგონია, რომ ჩვეულებრივ საშემოსავლო გადასახადს უნდა იხდიდნენ, ახერხებენ თავიანთი შემოსავლების კლასიფიცირებას კაპიტალის ნამატად. და თუ ჩვენ გვინდა ფინანსური სტაბილურობა ამერიკაში, გადასახადები უნდა გაიზარდოს და სწორედ მდიდარმა ფენამ უნდა გაიღოს არაპროპორციულად დიდი წილი ამისთვის.

როგორ ფიქრობთ, დისკუსია რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში 99% 1%-ის წინააღმდეგ, ნამდვილად მნიშვნელოვანი დისკუსიაა? და თუ ასეა, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს ეს დებატები?

არამგონია არსებობდეს მაგიური წყალგამყოფი ხაზი. უამრავი შეშფოთება უკავშირდება იმ სიმდიდრეს, რაც ფინანსური სექტორში მოიპოვეს ზოგიერთებმა. მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი უპირისპირდება ამერიკის ყველა წარმატებულ ადამიანს. ეს ასე არ არის და არც იქნებოდა სწორი. მოსაზრება რომ გადასახადები უნდა დავწიოთ 15%-მდე, ვინაიდან თუ მას მაღლა ავწევთ აღარავინ შექმნის სამუშაო ადგილებს, ჩქმალავს იდეას, რომ მართლაც არსებობს ნაპრალი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის დეფიციტი და გადასახადების გაზრდა იქნება როგორც მინიმუმ იმის ნახევარი, რაც გასაკეთებელია.

არგუმენტები, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებისგან ვისმენთ, არის ის, რომ საჭიროა გადასახადების მკვეთრი დაწევა. როგორ ფიქრობთ, რესპუბლიკელების არგუმენტები გადასახადებთან დაკავშირებით ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანია?

არამგონია ვინმეს ჰქონდეს დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტის სრულყოფილი გეგმა… ეს მათემატიკური შეკითხვაა. ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკა სუსტია და თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება დეფიციტის დაბალანსება, ეს სხვა დისკუსიის საკითხია. მაგრამ, როდესაც ადამიანები საუბრობენ გადასახადების შემცირებაზე, ძალიან მაინტერსებს თუ რას ფიქრობენ ისინი დეფიციტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს მეტ კონკრეტიკას მის გადასაჭრელად.

შეუწყობს თუ არა ხელს გადასახადების შემცირება ეკონომიკურ ზრდას და მისცემს თუ არა ბიზნესმენებს ინვესტიციების სტიმულს?

თუ არ გაქვს კაპიტალის ნამატიდან გადასახადი, მნიშვნელობა არ აქვს დიდია თუ არა კაპიტალის ნამატი. მთავრობის დაფინანსება აუცილებელია და ვიღაცამ უნდა თქვას საიდან უნდა მოვიდეს შემოსავლები ამის გასაკეთებლად. ეს მათემატიკაა.

წყარო: european