“იმის თქმა რომ ირანული საწვავი მალე შემოვა ქართულ ბაზარზე გადაჭარბებულია”

0
35

საქართველოში ირანული საწვავის შემოტანა იგეგმება

როგორც ნავთობ იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, საქართველოში ირანული, შედარებით იაფი, საწვავი უახლოეს ხანში შემოვა. ამის შსახებ, ნავთობ იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მთვრალაშვილის განცხადებითვე, აქამდე იმპორტიორებისთვის ირანის ბაზარი, საწვავის დაბალი ხარისხის გამო დაკეტილი იყო. ახლა კი ირანი უკვე მუშაობს ევროსტანდარტების შესაბამისი საწვავის წარმოებაზე.

“ჩვენთვის მთავარი პირობაა, საწვავი დაბალფასიანი იყოს. ვფიქრობ, ირანი ამ მხრივ ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. იმპორტს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, თუმცა კონკრეტულ ვადაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ნაადრევია. მოგეხსენებათ, ირანს მოეხსნა სანქციები, მაგრამ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია მაღალხარისხიანი პროდუქტი, რაც ქმნის პრობლემას. თუმცა, იქ იწყება თანამედროვე ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქტის წარმოება. როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, საქართველოში ირანული საწვავის იმპორტი დაიწყება. ეს დრო ძალიან მალე დადგება”, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

ექსპერტები ბაზარზე ახალი მიმართულების გახსნას მიესალმებიან, თუმცა უახლოეს მომავალში ამას არ ელიან. „აფბას“ ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის შეფასებით, ირანული საწვავის შემოსვლა საქართველოში, ბაზარს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, მაგრამ არსებობს მრავალი ტექნიკური საკითხი, რომელთა გადაჭრაც მოკლე დროში არ მოესწრება.

„ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ახალი მოთამაშის შემოსვლა და ახალი ბაზრის გაჭრა, ქართული საწვავის ინდუსტრიისთვის დადებითი მოვლენაა. რაც უფრო დივერსიფიცირებული იქინება ბაზარი, რაც მეტი ბიზნესოპერატორი იოპერირებს, მით უფრო კონკურენტუნარიანი გარემო იქნება, რაც თავის მხრივ დადებითად იმუშავებს როგორც საწვავის ფასზე ისე ხარისხზე. მაგრამ მეორე საკითხია რამდენად მოხერხდება ეს ყველფერი უახლოეს პერსპექტივაში როგორც ანმას ნავთობ იმპორტიორა კავშირში აცხადებენ. ვინაიდან არსებობს მრავალი ტექნიკური კითხვის ნიშნი, ირანულ საწვავთან დაკავშირებით.“

ბაირახტარმა ასევე ირანულ საწვავის ხარისხზეც ისაუბრა და აჩნიშნა, რომ სწორედ ეს არის ერთ–ერთი ის მთავარი კითხვის ნიშანი, რომელიც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ირანიდან საწვავის შემოტანას.

„სანქციების მოხსნი შემდეგ ირანი ერთ–ერთი მსხვილი მომპოვებელია, მაგრამ სამწუხაროდ ირანული საწვავის ხარისხი თანხვედრაში არ მოდის ევროპულ ხარისხთან. მართალია ირანმა უკვე დაიწყო მუშაობა, ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხის საწვავის მიღებაზე მაგრამ კონკრეტულად რა პერიოდში შეძლებს ირანი ევროსტანდარტების საწვავის ექსპორტს, ამის თქმა შეუძლებელია. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია თუ ვინ შემოიტანს საქართველოში ირანულ სწვავს, მსგავსი ტექნიკური ხასიათის კითხვები კიდევ მრავალია შესაბამისად სანამ ამ კითხვებზე პასუხები არ იქნება ნაადრებია იმის თქმა თუ რამდენად მალე მოხვდება ირანული საწვავი ქართულ ბაზარზე“,– აღნიშნა ბაირახტარმა.