დიმიტრი ქუმსიშვილი – ონლაინ-სესხებზე საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი

0
22
დიმიტრი ქუმსიშვილი - ონლაინ-სესხებზე საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი

ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის პირადად იცნობს და მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს.

„ონლაინ სესხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი. მე პირადად ვიცნობ და მხარს ვუჭეს ამ პროექტს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ონლაინ სესხებთან დაკავშირებით საკანონმდბელო პაკეტზე საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებდა, რომ ონლაინსესხების საკითხი მისახედია. როგორც მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას სწავლობდა, რადგან მათ ამ სფეროში შედარებით დიდი ხნის გამოცდილება აქვთ.

წყარო: ინტერპრესნიუსი